ტრამპის წარმომადგენელი პუტინს შეხვდა

06 აგვისტო 2025, 20:05 304 ნახვა

რუსეთ - ამერიკის ურთიერთობა. კრემლში დღეს გამართულ შეხვედრაზე სადაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდნენ საუბარი სავარაუდოდ დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვისადმი წაყენებულ ულტიმატუმს ეხებოდა.

საუბარი 3 საათს გაგრძელდა. ტრამპი მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 8 აგვისტომდე დადოს.

ამ კვირაში იწურება ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების გადაწყვეტილების მისაღებად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი სანქციების ამოქმედებას აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი