თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 29 მოქალაქე

11 აგვისტო 2025, 10:33 231 ნახვა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 29 მოქალაქე.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დასრულებულია, მასშტაბური ნგრევა არ ფიქსირდება.

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძრვა 10 აგვისტოს მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი