ტრამპმა 90 დღით გადადო ჩინეთისთვის ახალი ტარიფის ამოქმედება, იგივე გააკეთა პეკინმაც

12 აგვისტო 2025, 10:15 103 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ 90 დღით გადადო ჩინეთისთვის ახალი სავაჭრო ტარიფის ამოქმედება.

იგივე გააკეთა ჩინეთის მთავრობამაც. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან, 12 აგვისტოდან აშშ-ში იმპორტირებული ჩინური პროდუქცია 145%-ით დაიბეგრებოდა, ხოლო ჩინეთში ამერიკული - 125%-ით.

პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებსაიტზე 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთთან განაგრძობს მოლაპარაკებას სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემის მოსაგვარებლად და ჩინეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ამიტომ ახალი ტარიფის ამოქმედება შეჩერებულია 2025 წლის 10 ნოემბრამდე.

შეერთებული შტატებისთვის ახალი ტარიფის ამოქმედების შეჩერების შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი