რუსეთის რიაზანის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130-ზე მეტი

18 აგვისტო 2025, 13:25 123 ნახვა

20-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი გასულ კვირას რუსეთის რიაზანის ოლქში ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავებულია 134 ადამიანი - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ინციდენტი ქარხანაში სახელოსნოში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი ან რას აწარმოებდა ქარხანა.

დამოუკიდებელი წყაროების მტკიცებით, ხანძარი ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში გაჩნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში