ზელენსკის განცხადება

19 აგვისტო 2025, 11:53 83 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკი აცხადებს, რომ  მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. სწორედ იმ შეხვედრაზე გეგმავს ზელენსკი ტერიტორიული საკითხების განხილვას.

უკრაინის ლიდერს სამმხრივი შეხვედრის იმედიც აქვს, რომელშიც დონალდ ტრამპი მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას არ ასახელებს.

უსაფრთხოების გარანტიების დეტალები, ზელენსკის თქმით, ათ დღეში იქნება დამუშავებული. ხოლო რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში