მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრს სახლში, სადაც დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებსაც უმსაპინძლა.
ილაპარაკეს ომის შეჩერების აუცილებლობაზე და ითქვა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რაზეც ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა რომ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ოვალურ კაბინეტში გამართული აუდიენციის მთავარ მიღწევად კი ლიდერები უკვე ასახელებენ ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრას.