ტრამპი ორბანს ტელეფონით ესაუბრა

20 აგვისტო 2025, 10:58 124 ნახვა

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. ორივე ლიდერმა ასევე განიხილა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რუსეთისა და  უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის შესაძლებლობა.

უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ დედაქალაქს შორის, სადაც პუტინს შეუძლია ჩავიდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის საფრთხის გარეშე.   

ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა უკრაინა მოლაპარაკებების ადგილად უნგრეთის შეთავაზებას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში