ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს, რომელიც ღაზის დაკავებას მოიცავს, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.
ეფი დეფრინის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობენ ღაზის მოსახლეობისთვის საკმარისი სივრცეების უზრუნველსაყოფად უსაფრთხო ევაკუაციისთვის, ასევე დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
დეფრინმა განაცხადა, რომ ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად ოპერაციის მხარდამჭერი დანაყოფების რაოდენობა გაიზრდება.