ნეთანიაჰუ - ისრაელი დაიწყებს მოლაპარაკებებს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად

22 აგვისტო 2025, 10:05 110 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების დავალება გასცა. მისივე თქმით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები.

„ჰამასი“ ორშაბათს დათანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ შემუშავებულ წინადადებას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას გულისხმობს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. „ჰამასმა“ ისრაელის პრემიერი შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი