კაია კალასის განცხადება

22 აგვისტო 2025, 10:05 111 ნახვა

უკრაინა არ უნდა აიძულონ, რომ მიწები დათმოს, ეს პუტინის ხაფანგია, – ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. კაია კალასის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯი ბევრი არ არის.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ და ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებენ ისინი.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლისთვის სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი