აფეთქებები კოლუმბიაში - დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი

22 აგვისტო 2025, 13:30 83 ნახვა

სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა კოლუმბიაში, სანტიაგო დე კალისა და ანტიოქიის დეპარტამენტში მომხდარი აფეთქებების შედეგად.

დაშავებულია 60-ზე მეტი  პირი. უცხოური მედიის ცნობით, ტერორისტებმა სანტიაგო დე კალიში ავიაბაზასთან დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქეს, ხოლო ანტიოქიის დეპარტამენტში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. 

პრეზიდენტი მომხდარში კოლუმბიის ყოფილ რევოლუციური შეიარაღებული ძალების პარტიზანულ დაჯგუფებას ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი