ესპანელმა მაშველებმა ასობით არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა

25 აგვისტო 2025, 09:05 113 ნახვა

ასობით მიგრანტი გადაარჩინა ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან და არგუინეგინის პორტში გადაიყვანა. 248 არალეგალ მიგრანტს შორის  იყო ახალშობილი, რამდენიმე ბავშვი და ქალი.  ესპანელმა მაშველებმა ზოგიერთ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

2024 წელს დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩასული მიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, წელს ჩასულთა რიცხვი 46.7%-ით შემცირდა.

ატლანტის ოკეანის მარშრუტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან უამინდობამ შეიძლება ადვილად გადააბრუნოს  ტივები და ნავები, რომლებსაც მიგრანტების უმეტესობა იყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი