კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის თავდაცვის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

25 აგვისტო 2025, 09:43 114 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად თავდაცვის ფორუმს დაესწრო. კიევი ცდილობს გააღრმავოს თავდაცვის თანამშრომლობა მოკავშირე ქვეყნებთან რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

კარნის უკრაინის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების უახლესი მიღწევები აჩვენეს.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნებისა და კანადის თავდაცვის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები. დამსწრეთა შორის იყვნენ დანიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

ფორუმზე გამართული დისკუსიების დროს ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტუმრებს 2022 წელს რუსეთის მიერ შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი