ვიეტნამს წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნი უტევს

25 აგვისტო 2025, 13:26 206 ნახვა

ვიეტნამის  სანაპიროს  წელს ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „კაჯიკი“ უტევს. ძლიერმა ქარმა და  წვიმამ  ნგჰე ანის პროვინციაში ქუჩები უკვე დატბორა და სახურავები დააზიანა. დახურულია აეროპორტები და სკოლები, დაიწყო მასობრივი ევაკუაცია.

ვიეტნამის მთავრობის განცხადებით, სანაპირო ზონებიდან დაახლოებით 30 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ტაიფუნი „კაჯიკი“, რომლის სიმძლავრე ზღვაში 166 კმ/სთ-ს აღწევს, ვიეტნამის ცენტრალური სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილიდან დაახლოებით 110 კმ-ის მოშორებით იმყოფებოდა და ხმელეთს დღის მეორე ნახევარში უნდა დაატყდეს თავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი