საფრანგეთში სახანძრო თვითმფრინავი წყალსაცავში ჩავარდა

26 აგვისტო 2025, 09:19 106 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ როსპორდენში სახანძრო ვერტმფრენი ტბორში ჩავარდა, როდესაც ხანძრის ჩასაქრობად წყლის ამოღებას ცდილობდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, პილოტი, ვერტმფრენში მყოფი ოფიცერი და შემთხვევის თვითმხილველი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თვითმხილველმა გადაიღო. 

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები წყალსაცავის დაბინძურების რისკის შესამცირებლად - წერს ქალაქის მერი მიშელ ლუსუარნი სოციალურ ქსელში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში