კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, დაშავებულია 38 ადამიანი, ხოლო ათი პირი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, 29 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.