იერუსალიმში ღაზაში ომის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს

28 აგვისტო 2025, 13:13 145 ნახვა

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, ჰამასთან ომის დასრულებისა და დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს. მათ ხელში ღაზაში მყოფი მძევლების სურათებიანი პლაკატები ეჭირათ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძღვებოდა ისრაელის ღაზაში ომისა და პალესტინის ტერიტორიისთვის ომის შემდგომი გეგმების შესახებ პოლიტიკურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა,ტრამპის სიძემ და  ახლო აღმოსავლეთში ყოფილმა აშშ-ს ელჩმა ჯარედ კუშნერმა.

შეხვედრაზე განიხილეს მძევლების კრიზისი, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების  საკითხები და ომის შემდგომი გეგმები.

ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ღაზაში ომის სწრაფად დასრულების პირობა დადო, თუმცა მისი მეორე ვადის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში