ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 622 ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა.
6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ჯალალაბადიდან, ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან 27 კმ-ის დაშორებით იყო.
ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი სრულად განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
თალიბანის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, ავღანეთის ჰერათის პროვინციაში მომხდარმა მიწისძვრამ სულ მცირე 2400 ადამიანი იმსხვერპლა.