რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის - ზელენსკი

03 სექტემბერი 2025, 09:41 93 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზის გარკვეულ ნაწილში ჯარების ახალ განლაგებას ახორციელებს და კვლავ ახორციელებს დარტყმებს უკრაინულ სამიზნეებზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. კერძოდ, ასიმეტრიულად ვუპასუხებთ, რათა რუსეთმა ნათლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები, და ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და ეს მოხდება“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში