რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

03 სექტემბერი 2025, 13:09 97 ნახვა

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, რკინიგზის ოთხი თანამშრომელი დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. თავდასხმები მაშინ განხორციელდა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა.

უკრაინის ოფიციალური პირებისა და მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში საათობით მოქმედებდა მთელ უკრაინაში, აფეთქებების ხმა ისმოდა მის 24 რეგიონიდან ცხრაში. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები ღამით ჩამოაგდეს და აღნიშნეს, რომ დრონებითა და რაკეტებით 14 ლოკაცია დაიბომბა. 

ქალაქ ხმელნიცკში, თავდასხმის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში