პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ელისეის სასახლეში უკვე მივიდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იწყება. სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკითხებს განიხილავენ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.
ზელენსკი პარიზში ერთი დღით ადრე ჩავიდა და მაკრონთან სამუშაო ვახშამი ჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხის წამოწევას გეგმავს.
3 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პარიზში ჩავიდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტის წინ. მისი მონაწილეობა შეხვედრაში არ დადასტურებულა, თუმცა უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებები მოსალოდნელია.