უკრაინა მზად არის, სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ფიცოსთან ენერგეტიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული გაზი და ნავთობი არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს. წერტილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა ენერგოობიექტებზე რუსეთის დარტყმებს პასუხობს.
„და გავაგრძელებთ პასუხს, თუმცა გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აგვისტოში უკრაინის ძალებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში მილსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც სლოვაკეთსა და უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდებათ.