ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია სერბეთში

06 სექტემბერი 2025, 11:21 86 ნახვა

სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები, უკვე ათი თვეა, გრძელდება. ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ნოვი სადში, ქალაქში, სადაც 2024 წლის პირველ ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით. ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი