30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა

06 სექტემბერი 2025, 14:34 141 ნახვა

30 წლის შემდეგ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრვე გამოიყენა. ამის შესახებ, ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესმდივანი, ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.

როგორც იგი აცხადებს, საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში, 30 აგვისტოს ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა, ხოლო 6 სექტემბერს ღამით, აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით, უკან დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ერევანმა ბაქოს ნებართვა სთხოვა ნიკოლ ფაშინიანისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე და თანხმობა მიიღო.

„ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ,“ – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი