რუსეთმა მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე - კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობა იწვის

07 სექტემბერი 2025, 10:08 159 ნახვა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა. სამიზნე იყო კიევი, ოდესა, დნიპრო, ზაპოროჟიე, კრივოი როგი. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

უკრაინის დედაქალაქში, რუსული დრონის ნამსხვრევის ჩამოვარდნის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მტრის იერიშის შედეგად სამთავრობო შენობა დაშავდა.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. მთავრობის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი