საპროტესტო აქციები ომის დასრულების მოთხოვნით

07 სექტემბერი 2025, 12:02 128 ნახვა

იერუსალიმსა და თელ ავივში ღაზის სექტორში ომის დასრულებისა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა.  იერუსალიმში მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, რომელთა შორისაც იყვნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებულების ოჯახების წევრები და ახლობლები. მომიტინგეები მოითხოვენ ომის დასრულებას დიპლომატიური შეთანხმების გზით, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილი 48 ტყვის გათავისუფლებას.

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძევლებიდან 20 ცოცხალია. აქციის მონაწილეთა თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ღაზაში ომის გაფართოება სურს და ამ გზით ცდილობს, დაფაროს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაშვებული შეცდომები. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომი იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ „ჰამასი“ ყველა მძევალს ერთდროულად გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი