აღმოსავლეთ იერუსალიმში, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელებიდან ორი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა სროლა ან რა იყო მოტივი. ისრაელის პოლიციამ თავდამსხმელებს „ტერორისტები“ უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი მონაწილეობდა ინციდენტში.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ადრეული მონაცემებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილზე მისულმა საგანგებო სამსახურებმა დაშავებულები ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს გზაზე და ტროტუარზე იპოვეს, ზოგიერთი მათგანი უგონო მდგომარეობაში იყო.