სოციალურ მედიაში ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში 22 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ეჭვმიტანილი, რომელიც შარლოტში მეტროთი მგზავრობისას უკრაინელ ლტოლვილს დაესხა თავს. 34 წლის დეკარლოს ბრაუნს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის ფარგლებში ცოტა ხნის წინ გააძლიერა ფედერალური ჯარების განლაგება ურბანულ რაიონებში, დაგმო მკვლელობა და ეჭვმიტანილს „გიჟი და შეშლილი“ უწოდა.