პოლიტიკური კრიზისი და საყოველთაო პროტესტი საფრანგეთში

10 სექტემბერი 2025, 10:10 113 ნახვა

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ  თანამდებობას დღეიდან საპროტესტო აქციების ფონზე დაიკავებს. ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული - ლოზუნგით  დავბლოკავთ ყველაფერს. მოსალოდნელია, რომ მასში დაახლოებით 100 ათასი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

გაფიცვამ შესაძლოა აეროპორტების, მატარებლების, ქარხნების, საავადმყოფოების, მაღაზიების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს. საპროტესტო აქცია საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება. 

ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ პარლამენტის მიერ მისი მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო. აქციები გაიმართება  პარიზში, ლიონში, ტულუზაში, ნანტსა და რენში. მისი მომზადება სოციალურ ქსელებში ზაფხულიდან განიხილება, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და გაირკვა, რომ თანხების დაზოგვის მიზნით, ხელისუფლება სოციალური დახმარებების შემცირებას და პენსიების ინდექსაციაზე უარის თქმას აპირებს.

ბაირუმ ასევე განაცხადა, რომ „ფრანგებს მეტი მუშაობა სჭირდებათ“ და  ორი სახალხო დღესასწაულის სამუშაო დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი