ნეთანიაჰუ კატარს ულტიმატუმს უყენებს

11 სექტემბერი 2025, 13:54 110 ნახვა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარი გააფრთხილა, რომ ჰამასის ოფიციალური პირები გააძევოს, რომლებსაც მან „ტერორისტები“ უწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ისრაელი გააკეთებს.

ნეთანიაჰუმ კატარი ჰამასისთვის უსაფრთხო თავშესაფრისა და დაფინანსების უზრუნველყოფაში დაადანაშაულა, რასაც ოფიციალური დოჰისგან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ნეთანიაჰუს „სახელმწიფო სუვერენიტეტის  დარღვევის აშკარა მუქარა“.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები  მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა ყატარზე საჰაერო დარტყმის დროს ჰამასის პოლიტიკური ლიდერების მოკვლა სცადა.

ყატარი, ეგვიპტესთან ერთად, ჰამასსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. დოჰაზე ისრაელის თავდასხმა ამ მოლაპარაკებებს ჩაშლით ემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი