კიმ ჩენ ინი ქალიშვილს სავარაუდოდ თავის მემკვიდრედ ამზადებს - სამხრეთ კორეის დაზვერვა

11 სექტემბერი 2025, 13:44 166 ნახვა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით,  ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, როგორც ჩანს, გაამყარა თავისი ქალიშვილის, კიმ ჯუ აეს, როგორც მისი სავარაუდო მემკვიდრის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის მას ჩინეთში ვიზიტის დროს ახლდა თან.

პეკინში ვიზიტის დროს ჯუ აე ჩრდილოეთ კორეის საელჩოში დარჩა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდებოდა, თუმცა, სამხრეთ კორეის საპარლამენტო დაზვერვის კომიტეტი აცხადებს, რომ მამასთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობაში ყოფნა „საკმარისი იყო რეჟიმის სავარაუდო მემკვიდრის ნარატივის შესაქმნელად“.

ასევე, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები შენიშნეს, როგორ წმენდდნენ კვალს, რათა ჩინეთში ვიზიტის დროს კიმისა და მისი ქალიშვილის ბიოლოგიური ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო. 

ამ თვის დასაწყისში პეკინში სამხედრო აღლუმს კიმი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად დაესწრო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი