რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამო პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრძანება ძალაში დღეს, 12 სექტემბერს შევიდა.
დონალდ ტუსკის თქმით, ყველა საზღვარზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დაიხურა, ასევე შეწყვეტილია საავტომობილო, სარკინიგზო და საფეხმავლო მიმოსვლა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ წვრთნები „ზაპად 2025“ პირდაპირ მიმართულია პოლონეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთმა პოლონეთს მისი გახსნისკენ მოუწოდა.