ნეპალში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 5 მარტს გაიმართება. პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის დათხოვნის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც ქვეყნის დროებით დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა მას პარლამენტის დათხოვნის რეკომენდაციით მიმართა.
სუშილა კარკი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა და ის პირველი ქალია, რომელიც ნეპალის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კარკი თანამდეობაზე კონსულტაციების შედეგად დაინიშნა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი, სამხედროები და საპროტესტო მოძრაობა „თაობა Z“ მონაწილეობდნენ.
მათი თქმით კარკს კორუფციასთან ბრძოლის კარგი რეპუტაცია აქვს. ცნობისთვის, ნეპალში პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების შედეგად გადადგა.