ნატო-ს გამოხმაურება

13 სექტემბერი 2025, 11:44 103 ნახვა

ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ - ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების გაძლიერებას იწყებს. გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო აქტივობა უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს მოკავშირეების, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და სხვა ქვეყნების სხვდასხვა სახის აქტივები.

მარკ რუტეს თქმით, ტრადიციული სამხედრო შესაძლებლობების გარდა, ეს ძალისხმევა სხვა ელემენტებსაც მოიცავს, რომლებიც შექმნილია დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევების მოსაგვარებლად.

რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთის დაუფიქრებლობა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცეში უფრო და უფრო ხშირად ხდება, ამისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი