ტრამპმა ნატოს მოსთხოვა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობის შესყიდვა

13 სექტემბერი 2025, 17:56 83 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა იგივეს გააკეთებს და შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის შეძენას. დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ ეს მიმართვა ნატო-ს ყველა ქვეყანას და მსოფლიოს გაუგზავნა.

ტრამპი ალიანსის წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებს ჩინეთს დაუწესონ 50-დან 100%-მდე ტარიფები ომის დასრულებამდე, რადგან მისი შეფასებით, ჩინეთს რუსეთზე დიდი კონტროლი და გავლენა აქვს. ტრამპი აღნიშნავს, რომ თუ ალიანსის წევრები ისე იმოქმედებენ, როგორც თავად ამბობს, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი