10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი ჩარლი კირკის ცხედარი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ფენიქსში, არიზონას შტატში გადაასვენეს. მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ იუტადან არიზონას შტატში ასევე გადაფრინდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელსაც თან მეუღლე და ჩარლი კირკის ქვრივი ახლდა. კირკის მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის ტაილერ რობინსონი პოლიციამ გასულ დღეს დააკავა.