მარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა

14 სექტემბერი 2025, 11:59 96 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. გამგზავრებამდე რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ უკმაყოფილოა კატარში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმით, თუმცა აღნიშნა რომ ეს თავდასხმა ვაშინგტონის ისრაელთან მოკავშირის სტატუსს არ შეცვლის. რუბიოს თქმით, მას სურს ისრაელის ოფიციალური პირებისგან მიიღოს პასუხები იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ღაზასთან დამოკიდებულ სამომავლო გეგმებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი