ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქცია ლონდონში - არიან დაკავებულები

14 სექტემბერი 2025, 12:00 87 ნახვა

ლონდონში, ატიმიგრაციულ საპროტესტო აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 25 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებსა  და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 პოლიციელი.

აქციაზე შეკრებილები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. მათ ვიდეოკავშირის საშუალებით ილონ მასკმაც მიმართა და დემონსტრანტებს „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ ესაუბრა, ასევე მოუწოდა მთავრობის შეცვლისკენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი