ისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

16 სექტემბერი 2025, 09:19 79 ნახვა

ისრაელმა ქალაქ ღაზის დასაკავებლად, რომელიც სექტორის უდიდესი ურბანული ცენტრია, სახმელეთო შეტევა დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ თვეში ქალაქ ღაზის  აღების ბრძანება გასცა, რომელსაც იგი ჰამასის მებრძოლი დაჯგუფების დასაყრდენს უწოდებს.

ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელი ქალაქ ღაზის  გარეუბანში მოქმედებდა და  ახლა ქალაქის ცენტრს მიუახლოვდა, რომელიც გასულ თვეში დაახლოებით  მილიონი პალესტინელის  თავშესაფარი იყო. ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 ათასმა პალესტინელმა დატოვა.

ქალაქიდან 320 ათასზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი