ნავალნი ციხეში მოწამლეს - იულია ნავალნაია

17 სექტემბერი 2025, 13:09 95 ნახვა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი 2024 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების კოლონიაში მოწამლეს. ნავალნაიას თქმით, დასკვნა ორმა დასავლურმა ლაბორატორიამ გამოიტანა, რომლებმაც ბიოლოგიური ნიმუშები შეისწავლეს.

ნავალნაიამ მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა თავად გამოაქვეყნონ  შედეგები. „2024 წლის თებერვალში ჩვენ მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალების მოპოვება, ტრანსპორტირება და დასავლური ლაბორატორიებისთვის მიწოდება. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლეს– აცხადებს იულია ნავალნაია. ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა.

როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს „ექსტრემიზმის“ საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი