აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალი ხელშეკრულება  გაფორმდა

18 სექტემბერი 2025, 20:00 89 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალი ხელშეკრულება გააფორმეს. 

დონალდ ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „მტკიცე და ურყევი კავშირი“ უწოდა. „აშშ დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი, ახლო და სანდო ბიზნესპარტნიორია.

ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი ფასდაუდებელია. მტკიცე კავშირი გვაქვს და დღეს ამ კავშირს ვხდით ისე მტკიცეს, როგორც არასდროს, რაც ფინანსურად ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ამერიკა-ბრიტანეთის სამრეწველო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, უფრო ბუნებრივი პარტნიორობა მსოფლიოში არ არსებობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი