რუსეთის იერიში უკრაინის დედაქალაქზე

19 სექტემბერი 2025, 09:28 116 ნახვა

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშის ორი სიგნალი გვიან ღამით ჩაირთო.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულია ტროლეიბუსის ხაზები. 

პარალელურად რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რამდენი რუსი სამხედროა ჩართული ფრონტის ხაზზე.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე რუსეთის 700 ათასზე მეტი სახმედრო იბრძვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი