ერდოღანი და ტრამპი ვაშინგტონში ვაჭრობის, ინვესტიციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

21 სექტემბერი 2025, 14:54 122 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას სხვა თემებთან ერთად ვაჭრობის, ინვესტიციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებს. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ტრამპთან ერთად რიგი საკითხების განხილვისას იმედი აქვს რომ ამ მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება. აღნიშნა, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას გლობალური მშვიდობის საერთო ხედვის ფარგლებში. ცნობისთვის, შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი