გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშვიდობისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის იმედის აღსადგენად, გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. კირ სტარმერის თქმით, ეს ნიშნავს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. მანამდე, განცხადება გაავრცელეს კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებმა.
კანადის პრემიერის თქმით, ისინი სთავაზობენ პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის შექმნაში. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ახალი მომენტის შექმნის მიზნით კოორდინირებული ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია.