საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უნდა გამოცხადდეს, ჰამასის სრული უარყოფა და დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ კვირას პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ თვეში დაამტკიცა შვიდგვერდიანი დეკლარაცია, რომელშიც ასახულია შეუქცევადი ნაბიჯები ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ, ასევე გმობს ჰამასს და მოუწოდებს მას დანებებისა და განიარაღებისკენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე