ჰონგ კონგი ძლიერი ტაიფუნისთვის ემზადება

23 სექტემბერი 2025, 09:05 45 ნახვა

ჰონგ-კონგის მოსახლეობა სუპერტაიფუნრაგასასთვის“ ემზადება. მოსალოდნელი სტიქიის გამო ხელისუფლებამ დახურა ყველა სკოლა. მოქალაქეებმა სურსათი მოიმარაგეს.

ჰონგ-კონგის ობსერვატორიის მონაცემებით, რაგასა, რომლის  სიმძლავრე 220 კმ/სთ-მდე აღწევს, ჩინეთის მეზობელი სამხრეთ გუანდუნის პროვინციის სანაპიროს უახლოვდება. ჰონგ კონგის ხელისუფლება ტაიფუნის გამო განგაშის  მესამე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აამოქმედებს, რაც ბიზნესებისა და სატრანსპორტო სერვისების უმეტესობის დახურვას გამოიწვევს.

დაახლოებით 700 ავია რეისი შეფერხდება. ობსერვატორია შეაფასებს, საჭიროა თუ არა სამშაბათს გვიან ღამით ან ოთხშაბათს  დილით უფრო მაღალი გაფრთხილების გამოცხადება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე