უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ დეტალურად განიხილეს კიევის, ვაშინგტონის და ევროპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
მათ ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ყაზახური კომპანიების ინტერესებზე, რომლებიც უკრაინის აღდგენაში მონაწილეობენ, განაცხადა მან. ზელენსკიმ ცალკე შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგთან.
ზელენსკიმ მას ფრონტზე არსებული ვითარების და დობროპოლიასა და პოკროვსკის მახლობლად კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ზელენსკის ტრამპთან შეხვედრა იგეგმება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე