გერმანიაში დიდი რაოდენობით ნავთობი დაიღვარა

11 დეკემბერი 2025, 13:51 107 ნახვა

გერმანიაში ქალაქებს როსტოკსა და შვედტს შორის მილსადენიდან, მინიმუმ 200 ათასი ლიტრი ნედლი ნავთობი დაიღვარა. წინასწარი ინფორმაციით, მილში წარმოქმნილი ხვრელის შედეგად ნავთობის შადრევანი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იფრქვეოდა. შედეგად, ნედლი ნავთობი სასოფლო-სამეურნეო მინდორზე დაიღვარა.

გაჟონვა  რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და შესაზლოა დაღვრილი დაკარგული ნავთობის მოცულობა კიდევ უფრო დიდი იყოს.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში და დღესაც გაგრძელდება. გარემოს დაცვის  სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ავარიის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი