უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12 დეკემბერი 2025, 09:43 80 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.  ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ს გადაუგზავნეს სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია. მისი თქმით, აშშ დაჟინებით ითხოვს დარეგულირების ფარგლებში დემილიტარიზებული „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში.

გეგმის თანახმად, რუსეთი არ იქნება ვალდებული, დონეცკის ოლქიდან, ან ხერსონიდან, ან ზაპოროჟიედან, დნეპროპეტროვსკიდან ან სუმის ოლქიდან ჯარები გაიყვანოს.

უკრაინის ლიდერის თქმით, დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის თემა წარმოადგენს ორ გადამწყვეტ სადავო საკითხს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი